logo
ENG



აშშ-მ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული "საქართველოს მხარდამჭერი აქტი"

23 ოქტ 201907:40
3 წუთის საკითხავი
 
bog88flcrdio9nr.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი." დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ქმედებების მხარდაჭერას. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების –აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოუწოდებს მოსკოვს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დოკუმენტი ასევე გმობს  ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვის-უნარიანობის გაზრდას. დოკუმენტი დასამტკიცებლად შეერთებული შტატების სენატს გადაეგზავნება, ხოლო პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ის კანონის ძალას შეიძენს. 


close დახურვა